ევრო 2020 - ირლანდიამ და დანიამ ფრე ითამაშეს
ევრო 2020 - ირლანდიამ და დანიამ ფრე ითამაშეს

დანიელები და ირლანდიელები ბოლო დროს ისე ხშირად თამაშობენ ერთმანეთში და ისე კარგად შეისწავლეს ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები, რომ მათი სამი შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა. მხოლოდ ერთ მატჩში დანიას შეტევა წაუვიდა და დუბლინში 5:1 მოიგო, რამაც მას მსოფლიოს ჩემპიონატზე გზა გაუხსნა.

დანიის ნაკრებმა კოპენჰაგენში ზედიზედ მესამედ ვერ შეძლო “მწვანეების” დამარცხება. უამრავი მომენტის შექმნისა და შეცვლაზე შესული ჰოიბერგის ზუსტი თავურის მიუხედავად, სკანდინავებმა ბოლოში მაინც გაუშვეს ხელიდან უპირატესობა. მასპინძელთა დაცვას შესანიშნავად გაუმკლავდა დაფი, რომელმაც ტრავმირებული ბომბარდირის ლონგის ფუნქციები შეასრულა.

ირლანდიამ ვერ შეძლო ზედიზედ მესამე შესარჩევი მატჩის მოგება, მაგრამ ეს ფრე გასვლაზე ძალიან მნიშვნელოვანი და მისაღები შედეგია. დანიამ კი ორი ფრის შემდეგ, უკან დასახევი გზა აღარ დაიტოვა და ორშაბათს, შინ საქართველოსთან მხოლოდ მოგება სჭირდება.

D ჯგუფი

დანია-ირლანდია 1:1

გოლები: 1:0 ჰოიბერგი (76), 1:1 დაფი (85)

დანია: შმეიხელი – დალსგაარდი, კრისტენსენი, კიაერი, ლარსენი – პოულსენი, დილეინი, შიონე (72. ჰოიბერგი) – ერიქსენი – იორგენსენი, ბრეიტვეიტი (65. დოლბერგი).

ირლანდია: რენდოლფი – კოულმენი, დაფი, კეო, სტივენსი – ბრეიდი (66. ჯადჯი), ჰურიჰანი (82. ჰოგანი), ველანი, ჰენდრიკი, მაკლინი – მაკგოლდრიკი (88. რობინსონი).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ირლანდია 3 2 1 0 3:1 7
2. შვეიცარია 2 1 1 0 5:3 4
3. საქართველო 3 1 0 2 3:3 3
4. დანია 2 0 2 0 4:4 2
5. გიბრალტარი 2 0 0 2 0:4 0

10 ივნისი
ირლანდია-გიბრალტარი (22:45)
დანია-საქართველო (22:45)