„ევრაქტივი“ - ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში სკანდალის ფონზე ევროკომისიის მაღალჩინოსანი სტეფანო სანინო ნაადრევად გადის პენსიაზე
„ევრაქტივი“ - ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში სკანდალის ფონზე ევროკომისიის მაღალჩინოსანი სტეფანო სანინო ნაადრევად გადის პენსიაზე

ევროკომისიის მაღალჩინოსანმა, სტეფანო სანინომ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ევრაქტივიწერს.

გამოცემის ცნობით, სანინომ განაცხადა, რომ ტოვებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის რეგიონის გენერალური დირექტორის თანამდებობას ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების მიმდინარე გამოძიებაში მისი მონაწილეობის გამო.

როგორც „ევრაქტივი“ წერს, თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში სანინომ დაადასტურა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის გენერალურ მდივნად მუშაობის დროს განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით დაკითხეს.

სანინოს თქმით, „დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გაირკვევა“, თუმცა აღარ მიიჩნევს მიზანშეწონილად თანამდებობის დაკავებას და დეკემბრის ბოლოს პენსიაზე გავა.

მისივე თქმით, თანამდებობას გენერალური დირექტორის მოადგილე მაიკლ კარნიცნიგი დაუყოვნებლივ დაიკავებს.

ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენელმა „პოლიტიკოს“ დაუდასტურა აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ სანინო „აღარ ასრულებს თავის მოვალეობებს“. მისივე თქმით, სანინო ამჟამად შვებულებაშია, ხოლო დეკემბერში პენსიაზე გავა.