ევრა „მანჩესტერში“ დაბრუნდა
ევრა „მანჩესტერში“ დაბრუნდა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი პატრის ევრა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდა.

როგორც გამოცემა „მანჩესტერ ივნინგ ნიუსი“ (Manchester Evening News) იტყობინება, 38 წლის ფრანგი კლუბის 18-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა და პარალელურად მწვრთნელის ლიცენზიას აიღებს. შეგახსენებთ, რომ ევრა 2016-2014 წლებში ინგლისურ კლუბში ასპარეზობდა.

მისი ბოლო კლუბი კი „ვესტ-ჰემი“ იყო, რომელიც ევრამ ამ ზაფხულს დატოვა.