ევო მორალესს არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და ტრეფიკინგში ადანაშაულებენ
ევო მორალესს არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და ტრეფიკინგში ადანაშაულებენ

ბოლივიის ყოფილ პრეზიდენტ ევო მორალესს არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და ტრეფიკინგში ადანაშაულებენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მორალესის წინააღმდეგ საქმე იუსტიციის სამინისტროში მას შემდეგ აღძრეს, რაც მედიამ ყოფილი პრეზიდენტისა და ახალგაზრდა ქალის ფოტოები გაავრცელა.

მობილური ტელეფონით გადაღებულ სურათებში ჩანს, რომ ქალი ბოლივიის ექსლიდერს მოგზაურობის დროს თან ახლავს. ნათესავების მტკიცებით, ფოტოების გადაღების მომენტში ქალი არასრულწლოვანია.

თავად მორალესი ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს.

ევო მორალესი ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობას 2006-2019 წლებში იკავებდა. ის შარშან, ნოემბერში სადავო არჩევნების შემდეგ გადადგა და არგენტინაში გაიხიზნა.

დატოვე კომენტარი