ევერტონს სემ ელერდაისი უხელმძღვანელებს
ევერტონს სემ ელერდაისი უხელმძღვანელებს

ინგლისელი სპეციალისტი სემ ელერდაისი ევერტონის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

მერსისაიდულ კლუბს ოქტომბრის შემდეგ დროებითი მწვრთელი დევიდ ანსვორთი ავარჯიშებდა, რომელმაც თავის მხრის გუნდიდან დათხოვილი რონალდ კუმანი შეცვალა.

ელერდაისი ბოლოს კრისტალ პალასს ედგა სათავეში, რომელიც 2016 წლის დეკემბერში ჩაიბარა და პრემიერ ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა. მანამდე კი იყო ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ერთ თამაშითა და 67 დღით –  ყველაზე ხანმოკლე დროით ამ ნაკრების ისტორიაში.

ევერტონი ელერდაისის სამწვრთნელო კარიერაში მე-7 პრემიერ ლიგური გუნდია. მისი თავკაცობით არცერთი გუნდი არ გავარდნილა ინგლისის უმაღლესი ლიგიდან.

დღეისათვის ლივერპულელები პრემიერ ლიგაში მე-17 ადგილს იკავებენ.