„ევერტონმა“ ხამეს როდრიგესს კონტრაქტი შესთავაზა
„ევერტონმა“ ხამეს როდრიგესს კონტრაქტი შესთავაზა

ევერტონმა“ ოთხწლიანი კონტრაქტი მოამზადა მადრიდის „რეალის” ნახევარმცველისთვის, ხამეს როდრიგესისთვის.

კოლუმბიელის შეთანხმება „რეალთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილია, რომ ფეხბურთელი ამ ზაფხულს დატოვებს მადრიდულ კლუბს, რადგან პრაქტიკულად არ აქვს სათამაშო დრო. „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მუშაობდა ხამესთან „რეალსა“ და „ბაიერნში“ და იტალიელი სპეციალისტისთვის კოლუმბიელი პირველი სატრანსფერო სამიზნეა. როგორც ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, წარუმატებლობის შემთხვევაში, კლუბი მიმართავს ფელიპე კოუტინიოს „ბარსელონადან“ ან ირვინგ ლოსანოსნაპოლიდან“.

ანჩელოტი „ევერტონს“ 2019 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებს.