ევერტონის ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კარლო ანჩელოტი განიხილება
ევერტონის ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კარლო ანჩელოტი განიხილება

კარლო ანჩელოტი „ევერტონის“ ხელმძღვანელობის პირველი არჩევანია მთავარი მწვრთნელის პოსტზე და მერსისაიდელები იტალიელთან კონტრაქტის გასაფორმებლად ძალისხმევის გაორმაგებას გეგმავენ.

ანჩელოტი იტალიურმა „ნაპოლიმ“ თანამდებობიდან რამდენიმე კვირის წინ გაანთავისუფლა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ცნობილმა სპეციალისტმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გაიყვანა.

რაც შეეხება „ევერტონს“, ამ გუნდის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე კანდიდატთან აწარმოა მოლაპარაკებები.

„ვაცხადებთ, რომ ჯერ-ჯერობით არავისთვის შეგვითავაზებია კონტრაქტი და ამ ეტაპზე პროცესს არც ერთი კანდიდატი არ გამოთიშვია“, – ნათქვამია „ევერტონის“ ოფიციალურ განცხადებაში. – „კლუბი ცდილობს, რაც შეიძლება მალე დანიშნოს ახალი მწვრთნელი და ახლა ერთადერთი საზრუნავი ის არის, რომ სწორი არჩევანი გაკეთდეს. სანამ ეს პროცესი გრძელდება, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი დანკან ფერგიუსონი იქნება“.

„ევერტონი“ მომდევნო მატჩს პრემიერლიგაში 21 დეკემბერს საკუთარ მოედანზე გამართავს და მისი მეტოქე „არსენალი“ იქნება. ამჟამად მერსისაიდელებს 18 ქულა აქვთ და მე-16 ადგილზე იმყოფებიან.