„ევერტონი“ ტიაგო სილვას საკითხზე მოლაპარაკებებს იწყებს
„ევერტონი“ ტიაგო სილვას საკითხზე მოლაპარაკებებს იწყებს

„ევერტონი“ ტიაგო სილვას გადაბირებით არის დაინტერესებული და „პარი სენ-ჟერმენთან“ ამ საკითხე მოლაპარაკება უკვე დაიწყო. ამ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ბრაზილიელის კონტრაქტი პარიზულ გუნდთან მიმდინარე თვის ბოლოს იწურება და მისი „ევერტონში“ გადასვლის მთავარ ფაქტორად შესაძლოა იქცეს ის, რომ მერსისაიდელების მთავარი მწვრთნელია კარლო ანჩელოტი, რომლის ხელმძღვანელობით ტიაგო სილვა „მილანში“, შემდეგ კი „პსჟ“-ში თამაშობდა.

რამდენიმე ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 წლის ბრაზილიელით „ფლუმინენსე“ და „მილანი“ არიან დაინტერესებულნი.