„ევერტონი“ ხამესსა და ალანს მოელაპარაკა
„ევერტონი“ ხამესსა და ალანს მოელაპარაკა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ახლოს არის „ევერტონში“ გადასვლასთან.

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან პირადი კონტრაქტის ყველა პირობა შეათანხმა. მოთამაშის ხელფასი წელიწადში 4.5 მილიონი ევრო იქნება.

როგორც პრესა წერს, ინგლისში გადასვლის სანაცვლოდ, ხამესი საკუთარი ხელფასის თითქმის ორჯერ შემცირებას დათანხმდა.

გარდა ამისა, „ევერტონი“ ტრანსფერზე მოელაპარაკა „ნაპოლის“ ნახევარმცველს ალანს. ეს ინფორმაცია თავად იტალიურმა კლუბმაც დაადასტურა. ლივერპულელები 29 წლის ფეხბურთელში 25 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ალანი „უდინეზედან“ „ნაპოლიში“ 2015 წელს 11.5 მილიონ ევროდ გადავიდა. გასულ სეზონში მან 33 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.