„ევერტონი“ ხამესს უშვებს #1TVSPORT
„ევერტონი“ ხამესს უშვებს #1TVSPORT

„ევერტონის“ ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა, შესაძლოა, ამ ზაფხულს დატოვოს ინგლისური კლუბი.

ბრიტანული პრესის ცნობით, მერსისაიდული კლუბი აღარ არის დაინტერესებული ნახევარმცველის სამსახურით და უკვე აცნობა კოლუმბიელს ამის შესახებ.

ანალოგიური ინფორმაცია მოაწოდეს 31 წლის ნახევარმცველს ფაბიან დელფს.

გასულ სეზონში 30 წლის როდრიგესმა 23 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მისცა.