ევანდერ ჰოლიფილდი - ტაისონთან კონტაქტი მქონდა, ბრძოლა გაიმართება
ევანდერ ჰოლიფილდი - ტაისონთან კონტაქტი მქონდა, ბრძოლა გაიმართება

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა ევანდერ ჰოლიფილდმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბრძოლაში გამოიწვია მაიკ ტაისონი, დაადასტურა, რომ მათი ბრძოლის გამართვის სერიოზული პერსპექტივა არსებობს.

„დიახ, ჩვენ გვქონდა კონტაქტი. როგორც ჩანს, ბრძოლა გაიმართება. მოდით, უბრალოდ, გავაკეთოთ ეს!“ – მოჰყავს ჰოლიფილდის სიტყვები boxingscene.com-ს.

ტაისონსა და ჰოლიფილდს ორჯერ უჩხუბიათ პროფესიულ რინგზე. 1996 წელს, გამარჯვება ჰოლიფილდმა მოიპოვა და მატჩ-რევანშიც მან მოიგო მას შემდეგ, რაც ტაისონს დისკვალიფიკაცია მისცეს მეტოქისთვის ყურზე კბენის გამო.