ევანდერ ჰოლიფილდი 5 ივნისს საჩვენებელ ბრძოლას გამართავს #1TVSPORT
ევანდერ ჰოლიფილდი 5 ივნისს საჩვენებელ ბრძოლას გამართავს #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი, ამერიკელი ევანდერ ჰოლიფილდი საგამოფენო ბრძოლას გამართავს კევინ მაკბრაიდის წინააღმდეგ, – დაწერა გამოცემა Boxing Scene-მა.

ბრძოლა რვარაუნდიან ფორმატში გაიმართება, თითო რაუნდის ხანგრძლივობა იქნება ორი წუთი. მოკრივეები ჩაფხუტების გარეშე იბრძოლებენ.

ცნობილია ბრძოლის თარიღიც – 2021 წლის 5 ივნისი.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, 58 წლის ჰოლიფილდმა ბრძოლაში გამოიწვია მაიკ ტაისონი, მაგრამ მოლაპარაკებები შეწყდა ამ უკანასკნელის გადამეტებული ფინანსური მოთხოვნების გამო.