ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები - ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეასრულონ ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები - ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეასრულონ ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„თანათავმჯდომარეები უკიდურესი შეშფოთებით აღნიშნავენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ძალადობა გრძელდება. თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, დაუყოვნებვლივ გადადგან ნაბიჯები, რათა სრულად შესრულდეს 10 ოქტომბრის მოსკოვის განცხადების შესაბამისად მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები, რათა თავიდან იყოს აცილებული რეგიონისთვის კატასტროფული შედეგები.

თანათავმჯდომარეები კვლავ აცხადებენ, რომ ყოვლად დაუშვებელია ადამიანური მსხვერპლი ნებისმიერ გარემოებებში. თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეასრულონ ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რათა შესაძლებელი გახდეს გარდაცვლილების, სამხედრო ტყვეებისა და დაკავებულების დაბრუნება.

ისინი მიმართავენ მხარეებს, სასწრაფოდ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შემოწმების მექანიზმზე. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან საუბრის შემდეგ, თანათავმჯდომარეები მუშაობენ მხარეებთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარების პროცესის არსებით საკითხებზე, რათა მოლაპარაკების გზით მიაღწიონ დარეგულირებას“, – ნათქვამია მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადებაში, რომელიც ეუთო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.