ეუთო-მ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოსკოვს ყირიმის დეოკუპაციისკენ მოუწოდებს
ეუთო-მ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოსკოვს ყირიმის დეოკუპაციისკენ მოუწოდებს

ეუთო-მ ანტირუსული რეზოლუცია მიიღო და მოსკოვს ყირიმის დეოკუპაციისკენ მოუწოდა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას და მინსკის შეთანხმების საფუძველზე, კონფლიქტის დარეგულირებას ითხოვს.

რეზოლუციის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს, ყველა მხარემ უნდა გაიტანოს მსხვილკალიბრიანი შეიარაღება და ბოლო უნდა მოეღოს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას.

კომიტეტმა ასევე უარყო რუსეთის დელეგაციის შესწორება, რომელიც ანტირუსული ფორმულირების შემსუბუქებას ითხოვდა. რეზოლუციაში რუსეთი „საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული რაკეტების“ შეთანხმების შეჩერებისთვისაცაა გაკრიტიკებული.