Eurosport-ი მიქაუტაძეზე - „მეცის“ უფერულ თავდასხმაში ერთადერთი გენიალური მოთამაშეა, რომელიც დიდი წინსვლისთვის არის მზად #1TVSPORT
Eurosport-ი მიქაუტაძეზე - „მეცის“ უფერულ თავდასხმაში ერთადერთი გენიალური მოთამაშეა, რომელიც დიდი წინსვლისთვის არის მზად #1TVSPORT

ლიონში დაბადებული და გაზრდილი თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე „მეცს“ ლიგა 1-ის პლეი ოფის მატჩში ხუთშაბათს საღამოს „სენტ-ეტიენთან“ დაეხმარება და შეეცდება, გუნდს ლიგაში ადგილი შეუნარჩენოს, – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე ვრცელ სტატიას Eurosport-ი აქვეყნებს.

მიქაუტაძე – ლიონელი ბიჭი „მეციდან“, რომელსაც „სენტ-ეტიენის“ ჩაძირვა შეუძლია

„მიქაუტაძე გუნდს სევდიანი, ცივი იანვრის საღამოს „სენტ-სიმფორიენ სტადიონზე“ დაუბრუნდა და მოულოდნელად გაათბო „მეცის“ ფანების გულები, რომლებსაც სამუდამოდ წასული ეგონათ. მისი სახელი ეკრანებზე გამოისახა და ფანებმა უმღერეს.

იანვრის სატრანსფერო „ფანჯარის“ დროს ლიგა 1-ში მოსულ არცერთ თავდამსხმელს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ათი გოლი არ გაუტანია. ეს პირველად გიორგი მიქაუტაძემ შეძლო. თუმცა, ამსტერდამში გატარებულმა დრომ თავისი კვალი დაატყო, საფრანგეთში რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში დაბრუნდა და პირველ ხუთ მატჩში ერთი გოლიც ვერ გაიტანა. თუმცა, გუნდის მწვრთნელს, ლასლო ბოლონის სჯეროდა, რომ ლიგა 1-ის მოთხოვნებთან ადაპტირება სჭირდებოდა და თავს აუცილებლად გამოავლენდა.

არსებობს ადამიანი, ვისაც „მეცმა“ ამ ტრანსფერისთვის მადლობა უნდა უთხრას – ეს „აიაქსის“ ყოფილი მწვრთნლი მორის სტეინია, რომელმაც მიქაუტაძეში ვერ შეამჩნია ის, რასაც გუნდის ყოფილი სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი ხედავდა. შედეგად, თავდამსხმელს არცერთი გოლი არ გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შესრულებია, მაგრამ „მეცში“ დაბრუნებულმა საოცარი შედეგები აჩვენა.

ამჟამად მიქაუტაძეს „მეცში“ ორი მატჩი დარჩა ჩასატერებელი და ორი ფინალი, ხუთშაბათ საღამოს კი შანსი ეძლევა, რომ მთელი ცხოვრების მატჩი ჩაატაროს. მეტიც, ქართველმა ფეხბურთელმა იცის, რომ ზაფხულში მის ტრანსფერს ბევრი შეეცდება.

მიქაუტაძისადმი უნდობლობის გამო, ამსტერდამის „აიაქსმა“ ზამთარში ქართველი თავდამსხმლის 13 მილიონ ევროდ გაყიდვა გადაწყვიტა. მათ მთლიანი სატრანსფერო საფასურიდან (16 მილიონი ევროდან) „მეცს“ მხოლოდ 3 მილიონი გადაუხადეს. ამჟამად მიქაუტაძის შესანარჩუნებლად ფრანგულ კლუბს მხოლოდ „აიაქსის“ ვალის ჩამოწერა დასჭირდება, რათა უკეთ გაყიდოს.

თუმცა, „მეცის“ პრეზიდენტი პიერ დრეოსი ირწმუნება, რომ მისი თავდამსხმელი ჯერ ამაზე არც კი ფიქრობს: „ჟორჟი ახლა მთლიანად პლეი ოფზეა ორიენტირებული“.

ქართველ თავდამსხმელს „მეცში“ თამაში უყვარს და „სენტ ეტიენთან“ მატჩისთვის იქნება მზად არა 99, არამედ 100%-ით. ის „მეცის“ უფერულ თავდასხმაში ერთადერთი გენიალური მოთამაშეა, რომელიც ძალიან დიდი წინსვლისთვისაა მზად“.