Eurohoops - პანათინაიკოსმა ევროლიგა დატოვა
Eurohoops - პანათინაიკოსმა ევროლიგა დატოვა

ბერძნული გრანდის “პანათინაიკოსის” მფლობელმა დიმიტრის იანაკოპულოსმა გამოაცხადა, რომ მისი გუნდი წყვეტს გამოსვლას ევროლიგაზე, – ამის შესახებ Eurohoops-მა დაწერა. მადრიდში გაიმართა ევროპის მთავარ ტურნირში მონაწილე კლუბების მფლობელთა სხდომა, რომელზეც ათენური გუნდის შეფმა განაცხადა, რომ აუცილებელია ევროლიგის ახალი ხელმძღვანელობის არჩევა.

იტყობინებიან, რომ იანაკოპულოსის ინიციატივას მხარი არავინ დაუჭირა, ამიტომაც, ბერძენმა ნაადრევად დატოვა შეხვედრა. დარბაზიდან გასვლისას, მან გამოაცხადა, რომ მისი კლუბი წყვეტს ევროლიგაზე გამოსვლას.

“პანათინაიკოსი” ევროლიგის ექვსგზის ჩემპიონია. წლევანდელი ტურნირის მეოთხედფინალში მას “რეალის” წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.