ეტო'ო - სუარესის დიდებულება სხვა ფეხბურთელის შეძენას ხელს არ უშლის
ეტო'ო - სუარესის დიდებულება სხვა ფეხბურთელის შეძენას ხელს არ უშლის

„ბარსელონას“ ყოფილმა მოთამაშემ, სამუელ ეტო’ო კატალონიური გრანდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშეზე, ლუის სუარესზე ისაუბრა.

„მე სუარესი მომწონს, ის ნამდვილად არის საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, – ციტირებს ეტო’ოს სიტყვებს Catalunya Radio. – „ბარსა“ მუდმივად უნდა ძლიერდებოდეს, მაგრამ გენერლის, ლუის სუარესის პენსიაზე გაშვება არ შეიძლება.

ლაუტარო „ინტერში“ შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ სუარესი არამხოლოდ „ბარსელონას“, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას წერს. თუმცა, სუარესის დიდებულება სხვა ფეხბურთელის შეძენას არ გამორიცხავს“, – ამბობს კატალონიური კლუბის ვეტერანი ფეხბურთელი სამუელ ეტო’ო.