ეტოო აფრიკელებზე კორონავირუსის ვაქცინის ტესტირების წინააღმდეგია – „აფრიკა თქვენი მამული არ არის”

16:35, 03.04.2020

„ბარსელონას“ და კამერუნის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტოომ კომენტარი გააკეთა მეცნიერთა ნაწილის წინადადებებზე, რომელთა სურვილია, რომ ტუბერკულოზის ვაქცინა, როგორც კორონავირუსისგან დაცვის საშუალება, აფრიკაში გამოსცადონ.

იდეა პროფესორებმა ჟან-პოლ მირამ და კამილა ლოჰტმა ფრანგულ სატელევიზიო არხზე LCI-ზე გამოსვლიას წამოაყენეს. ამან კამერუნელი ვარსკვლავი განარისხა.

„თქვენ არაადამიანები ხართ. აფრიკა თქვენი მამული არაა” – დაწერა კამერუნელმა.

მსგავსი