ეტლით მოფარიკავეთა წარმატება ვარშავის მსოფლიო თასზე #1TVSPORT
ეტლით მოფარიკავეთა წარმატება ვარშავის მსოფლიო თასზე #1TVSPORT

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა ფარიკაობაში ვარშავის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.

ირმა ხეცურიანი რაპირით ფარიკაობაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ნახევარფინალში ქართველმა ამერიკელი ელენ გედესი ანგარიშით 15:12 დაამარცხა, ფინალური ორთაბრძოლა კი ტაილანდელ სან სუნ იანთან 15:7 დათმო და მეორე ადგილზე გავიდა.

მეორე ქართველმა, ნინა თიბილაშვილმა რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი ნახევარფინალში უნგრელ ევა ჰაიმსთან ანგარიშით 15:10 დამარცხდა და მესამე ადგილი დაიკავა.

დატოვე კომენტარი