ეტლით მოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე გუნდურში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
ეტლით მოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე გუნდურში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრებმა უნგრეთის მსოფლიო თასზე გამოსვლა წარმატებით დაასრულეს. მათ რაპირით ასპარეზობაში გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილი დაიკავეს.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩვენმა გოგონებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და ირმა ზადიშვილმა იტალიის გუნდს ანგარიშით 45:32 მოუგეს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ნახევარფინალში უნგრელი ევა ჰაიმასი 15 :11 დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ ევგენია ბრეუსს 15:14 სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.