ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ვარშავაში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ოთხი მედლით დაბრუნდა
ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ვარშავაში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ოთხი მედლით დაბრუნდა

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ვარშავაში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ოთხი მედლით დაბრუნდა. ეტლით მოფარიკავეებმა ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.

მოფარიკავეებს აეროპორტში საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი, პარაოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლები და გულშემატკივრები დახვდნენ.

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში საქართველოს ნაკრებმა მედლები რაპირით ასპარეზობაში მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა უკრაინელ ოლგა იესინას 15:2 მოუგო. ფინალში ასეთივე ანგარიშით იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.