ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ქართველმა ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ხმლით ფარიკაობის ნახევარფინალში მან უნგრელი ევა ჰაიმასი 15 :11 დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ ევგენია ბრეუსს 15:14 სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა გუნდი უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობას განაგრძობს.

ხვალ, 19 ნოემბერს, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი მაღალი სინჯის მედლების მოპოვებას რაპირით შეჯიბრებაში შეეცდებიან.