ეთერ ლიპარტელიანმა ტაშკენტის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ეთერ ლიპარტელიანმა ტაშკენტის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში.

პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე ორი ქართველი უკვე გამოვიდა. ეთერ ლიპარტელინმა (57კგ) ტურნირი გამარჯვებით გახსნა. ქართველმა მასპინძელი ამინოვა დაამარცხა და მეოთხედფინალში იჭიდავებს.

60 კგ-ში მოასპარეზე ამირან დარბაისელმა პირველივე დაპირისპირება თურქმენ ჯუმაიევთან დათმო და გრანდ სლემს გამოეთიშა.

დღეს ტურნირზე გამომსვლელი მესამე ქართველი – ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) პირველ შეხვედრას რამდენიმე წუთში ჩაატარებს.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 09:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 16:00-დან გაიმართება.