ეთერ ლიპარტელიანმა რუსეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა (ვიდეო)

19:58, 01.11.2019

23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე გოგონათა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა ფინალურ შეხვედრაში მასპინძელი დანა ნაგუჩევა იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ეთერ ლიპარტელიანისთვის ეს 26-ე შეხვედრაა, რომელიც იპონით მოიგო.

ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა უნგრელ ბრიჯიტა ვარგასს, ხორვატ ტოჰეა ტოპოლევიცსსა და პორტუგალიელ ვილსა გომეშს ასევე სუფთა გამარჯვებით სძლია.

ვაჟთა შორის 60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

მსგავსი