ეთერ ლიპარტელიანმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

აბუ დაბიში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში, სადაც ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა თურქი მოწინააღმდეგე ილდიზი რამდენიმე წამში იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა.

ფინალურ ბლოკში ცოტა ხნით ადრე 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან რეიტინგის პირველი ნომერი იანგი ულამაზესი გდებით დაამარცხა და კარიერაში ამ დონის ტურნირი პირველად მოიგო.

დღეს გამომსვლელი მესამე ქართველი, თემურ ნოზაძე (60კგ) თურქ ილდიზთან დამარცხდა და გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა.