ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს საუკეთესო ქალ ძიუდოისტთა ხუთეულშია
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს საუკეთესო ქალ ძიუდოისტთა ხუთეულშია

ავტორიტეტულმა გამოცემა JUDOINSIDE-მა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ხუთი საუკეთესი ახალგაზრდა გოგონა ძიუდოისტი დაასახელა.

ხუთეულშია საქართველოს ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი.

„საქართველოში ქალთა ძიუდო ვითარდება და ეთერ ლიპარტელიანი ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია. 2015 წელს ლიპარტელიანმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მოიგო, ხოლო წელს ფინეთში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა, ზაგრების გრან-პრიზე კი მესამე იყო“ – წერს გამოცემა.

ეთერ ლიპარტელიანის გარდა JUDOINSIDE-ის რჩეულთა შორის:-ვაკანა კოგა (იაპონია, 48კგ), სოფი ოზბასი (უნგრეთი, 63კგ), კელი პიტერსონ-პოლარდი (დიდი ბრიტანეთი, 70 კგ), პატრიცია სამპაიო (პორტუგალია, 78კგ) დაასახელეს.