ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო პირველობაზე, რომელსაც ტაშკენტი მასპინძლობს, დღეს მედლებისთვის ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) იბრძვის. მეორე შეხვედრა ჩაატარა ლიპარტელიანმა. ქართველმა ძიუდოისტმა იტალიელი ტონიოლო დამატებით დროში მტკივნეული ილეთით დაამარცხა და შეჯიბრების მეოთხედფინალშია.

მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე წუთში ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალის საგზურისთვის იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის შემდეგ, ტურნირზე საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდ არის.