ეთერ ლიპარტელიანი კონტინენტის პირველობის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგან ორი მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს. 57კგ-ში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში ძლიერი ფრანგი სპორტსმენი პრიშილა გნეტო სუფთა გდებით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად კიდევ ერთ ფრანგს – კისიკეს დაუპირისპირდება.

ტურნირზე რამდენიმე წუთში მეოთხედფინალურ ორთაბრძოლას გამართავს ლუხუმ ჩხვიმიანი. დანარჩენი ორი ქართველი ჯაბა პაპინაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ტურნირის პირდაპირი ტრანსლაციები 29-30 აპრილს და პირველ მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.