ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ფინეთის ქალაქ ვანტააში ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა.

ქართველმა სტარტი 1/8 ფინალური ეტაპიდან აიღო და მისი მეტოქე ხორვატი დორა ბორტასი იყო.

გამარჯვების შემდეგ, მეოთხედფინალში, ლიპარტელიანმა ჰოლანდიელ პლეუნ კორნელის სძლია, ნახევარფინალში კი გერმანელ სეიხა ბალჰაუსს მოუგო და გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელი სილვია პელიტელი დამაჯერებლად, ორი ვაზარით დაამარცხა.