ეთერ ლიპარტელიანი - ეს გამარჯვება ჩემს საყვარელ ხალხს ეძღვნება | ექსკლუზივი

ეთერ ლიპარტელიანმა მაროკოში მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, პირველი კომენატერი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.

ქართველმა ძიუდოისტმა 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალურ შეხვედრაში კანაკო ჰაკამატა ულამაზესი ილეთით სუფთად დაამარცხა და ქართული ძუდოს ისტორიაში პირველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ფინეთის ქალაქ ვაანტაში, ერთი თვის წინ ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზეც ოქროს მედალი მოიპოვა