ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მეორე გამარჯვება მოიპოვა და შეჯიბრების მეოთხედფინალშია. ქართველმა სპორტსმენმა ნეიტრალური დროშით გამომსვლელი დარია კურბონმამადოვა იპონით დაამარცხა.
ლიპარტელიანის მეტოქე მეოთხედფინალში ფინელი ძიუდოისტი პილა სალონენი იქნება, რომელმაც მერვედფინალში თურქ სპორტსმენს სძლია.
ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკის დაწყება კი 20:00 საათზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით მედალი არ მოუპოვებია.