ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია.
ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ლიპარტელიანმა თურქმენეთის სახელით გამომსვლელი მაისა პარდაიევა იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კარიერაში პირველად იასპარეზებს.
25 წლის ქართველი ძიუდოისტის მეტოქე პლანეტის პირველობის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი იქნება.
დღეს ტურნირზე გამომსვლელი ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ნინო ლოლაძე (57კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და მსოფლიო პირველობა უმედლოდ დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღეს საქართველოს ნაკრები ტურნირზე პირველ მედალს მოიპოვებს. ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.