ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს #1TVSPORT
ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირი გრძელდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა ვაჟა მარგველაშვილმა, რომელიც ფინალში იაპონელ აბესთან, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობენ.

ეთერ ლიპარტელიანი 1/4 ფინალში ძლიერ ფრანგ ძიუდოისტს სისიკეს შეხვდა და სამწუხაროდ დამატებით დროში დამარცხდა.

მიუხედავად წაგებისა ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან აგრძელებს,სადაც პოლონელ სპორტსმენს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს. რეპეშაჟის დაპირისპირებები 12:00 საათიდან დაიწყება.