ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის დაძაბულ ბრძოლაში იაპონელთან დამარცხდა #1TVSPORT
ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის დაძაბულ ბრძოლაში იაპონელთან დამარცხდა #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობდნენ.

ეთერ ლიპარტელიანი რეპეშაჟიდან ცდილობდა ბრინჯაოს მედლის მოპოვებას. ქართველი პოლონელ იულია კოვალჩუკს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. ხოლო შემდეგ მესამე ადგილისთვის ბრძოლა იაპონელ იოშდასთან დათმო.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიო 2020-ის ძიუდოს ტურნირის ფინალშია.