ეთერ ლიპარტელიანი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია - ძიუდო
ეთერ ლიპარტელიანი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია - ძიუდო

მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში ქართველი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ფინალში იაპონელ კანაკო ჰაკამატას შეხვდა და ულამაზესი ილეთით სუფთა გამარჯვებით დაამარცხა მეტოქე.

ქართველი სპორტსმენი ტურნირზე საკუთარ წონაში პირველ ნომრად იყო განთესილი. შეგახსენებთ, რომ ეთერი ევროპის მომქმედი ჩემპიონიცაა ახალგაზრდებს შორის და ამ წარმატებას დღეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მიამატა.