ესტონურმა მხარემ „ლევადია“-„იბერიის“ მატჩის სიგნალის მოწოდება ვერ უზრუნველყო #1TVSPORT
ესტონურმა მხარემ „ლევადია“-„იბერიის“ მატჩის სიგნალის მოწოდება ვერ უზრუნველყო #1TVSPORT

კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერია“ ესტონეთში ტალინის „ლევადიას“ ხვდება – ტალინის „ა ლე კოკ არენაზე“ მიმდინარე შეხვედრის ტელერეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე იყო დაანონსებული.

სამწუხაროდ, ესტონურმა მხარემ მატჩის რეპორტაჟის სიგნალის მოწოდება ვერ უზრუნველყო, რის გამოც, საზოგადოებრივი მაუწყებლის სურვილი მიუხედავად, ტელერეპორტაჟის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა.