ესტონური გამოცემა - „დინამოსთან“ „პაიდეს“ მწვრთნელის ტაქტიკურმა ხრიკებმა გაამართლა #1TVSPORT
ესტონური გამოცემა - „დინამოსთან“ „პაიდეს“ მწვრთნელის ტაქტიკურმა ხრიკებმა გაამართლა #1TVSPORT

პაიდემ“ თბილისში გამოავლინა გამბედაობა, კლასიც და საბოლოოდ თამაშიც შემოატრიალა“, – ასე აფასებს ესტონური გამოცემა „სოკერნეტი“ თბილისში „დინამოსთან“ ევროტურნირზე ესტონური კლუბის პირველ გამარჯვებას.

კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის მატჩში „დინამო თბილისი“ „პაიდესთან“ დიდ უპირატესობას ფლობდა, პირველი ერთი საათის განმავლობაში სტუმრებს კარში ერთხელაც არ დაურტყამთ, მაგრამ ესტონელებმა მასპინძელთა უყურადღებობით ისარგებლეს და სახლში გამარჯვებით დაბრუნდნენ 3:2.

სოკერნეტის“ ანალიზით, ესტონელებმა სასურეველ შედეგს იმის ხარჯზე მიაღწიეს, რომ მწვრთნელმა სათამაშო სქემა რამდენიმეჯერ შეცვალა.

„მასპინძლები პირველივე წუთებიდან ბურთის აკონტროლებდნენ. „დინამოს“ პოზიციური თამაშის მიზანი იყო „პაიდე“ შეტევაზე გამოეწვიათ. თბილისელებმა უამრავი შეტევა განახორციელეს და სტუმრებზე აშკარად მეტი საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ეს მცდელობები საბედნიეროდ უშედეგოდ დასრულდა. სტუმრები არ რისკავდნენ და მოთმინებით ელოდნენ შანსს. „პაიდე“ დარწმუნდა, რომ შეტევა შეეძლო და შანსს დაელოდა. ეს მომენტები მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული ებრიმა სინგჰატეს სისწრაფისა და გამწვავებების წყალობით გამოჩნდა.

– გამოცოცხლება არა მხოლოდ სინგჰატეს პიროვნულმა თვისებებმა განაპირობა, არამედ „პაიდეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კარელ ვოოლაიდმა გუნდის ტაქტიკა უფრო შემტევი გახადა. არადა, გუნდს 60 წუთის განმავლობაში ერთი შანსიც არ ჰქონდა. სტანდარტულების დახმარებით კი მეტოქის კართან მომენტები შექმნა. კარელ ვოოლაიდის წარმატებული ტაქტიკური გადაწყვეტილებებიდან არის რამდენიმე პატარა ხრიკი, – ის ტაქტიკური სქემებს ხშირად ცვლიდა, რამდენიმე მოთამაშეს პოზიციები შეუცვალა და ამან გაამართლა. „პაიდე“თამაშის მსგავს გეგმას მრავალი ვარიაციით მთელი სეზონის განმავლობაში იყენებდა.

– ეს ყველაფერი, უნივერსალი ფეხბურთელების დახმარებით, გუნდს თამაშის დროს ტაქტიკის მუდმივად შეცვლის საშუალებას აძლევდა. ასე მაგალითად, გუნდის კაპიტანმა ფროლოვმა „დინამოსთან“ ოთხ განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშა. ყველაზე ნათელი კვალი დატოვა სინგჰატემ, რომელიც შეცვლაზე შევიდა. სწორედ 18 წლის გამბიელმა გაამწვავა „პაიდეს“ შეტევები, მეორე გოლი გაიტანა და მოიპოვა საჯარიმო დარტყმა, რომლითაც მესამე გოლი გავიდა“,- წერია „სოკერმეტის“ ანალიტიკურ წერილში.

„დინამო თბილისი“ ესტონელებს მომავალ ხუთშაბათს, განმეორებით მატჩში „პიარნუ ბიჩ სტედიუმზე“ 14 ივლისს ესტუმრება. წყვილის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე სომხურ „არარატ-არმენიას“ შეხვდება – 21 ივლისს გასვლაზე და 28 ივლისს – შინ.