ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო

17:55, 28.12.2019

საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ „ტვიტერში“ დაწერა.

„საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. მოხარული ვარ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა და საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა“, – განაცხადა ურმას რეინსალუმ სოციალურ ქსელში.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.

მსგავსი