ესტონეთის პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა
ესტონეთის პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

„მე ახლახან მივიღე ტესტის შედეგები და დადებითი პასუხის შესახებ ვაცნობე ყველას, ვისთანაც კონტაქტი მქონდა. საბედნიეროდ, ისინი ცოტა არიან – ოჯახის წევრები და თანამშრომლების ვიწრო წრე.

სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომლების დიდი უმრავლესობა სახლებიდან მუშაობს. ჩვენ ვცდილობდით ახლო კონტაქტების თავიდან აცილებას და სამუშაო ადგილას პირბადეებს ვატარებდით“, – წერს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.