ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი - ყველა აუტსაიდერად მიგვიჩნევს, მაგრამ ბოლოს გამოჩნდება, სუსტი ვინაა
ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესტონეთი იქნება. ბალტიისპირელთა მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა აღიარა, რომ ყველა აუტსაიდერად მიიჩნევს, მაგრამ ის ყველასთან ბრძოლას აპირებს.
„ყველა მეტოქე ჩვენთან გამარჯვებას ელის და თავს ჩვენზე უფრო ძლიერად მიიჩნევს. ჩვენ კი არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ქვეჯგუფის აუტსაიდერები ვართ. ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება. ჩვენი სამივე მეტოქე თანაბარი ძალის გუნდია. ბოლოს გამოჩნდება, ვინაა ძლიერი და ვინ – სუსტი” – აცხადებს ვოოლაიდი.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში გამართული ერთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის გათამაშების წილისყრით, საქართველოს ნაკრები C2 ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები სომხეთი, ესტონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია იქნებიან.