The Athletic – ესტევაო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT
„ჩელსისა“ და ბრაზილიის ნაკრების გარემარბი ესტევაო, დიდი ალბათობით, ტრავმის გამო მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს. 18 წლის ფეხბურთელმა დაზიანება პრემიერლიგის 33-ე ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩში მიიღო.
ინტერნეტგამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, ესტევაოს ბარძაყის ტრავმა დაუდგინეს, რომელიც მეოთხე ხარისხის სიმძიმისაა და აღდგენას სამიდან ექვს თვემდე დასჭირდება.
ინგლისში თავის სადებიუტო სეზონში ესტევაომ ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 11 მატჩში გარემარბს ხუთი გოლი დაუგროვდა.