ესტაფეტა შერეულ წყვილებში ნორვეგიამ მოიგო - ბიატლონი
ესტაფეტა შერეულ წყვილებში ნორვეგიამ მოიგო - ბიატლონი

იტალიის ქალაქ ანტერსელვაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში ესტაფეტა შერეულ წყვილებში გაიმართა. რბოლა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ძლიერი ნორვეგიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ადგილზე გერმანიის ეროვნული გუნდი გავიდა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ფრანგებმა მოიპოვეს.

გამარჯვებულთა რიგებში იოჰანეს ბომ და მარტა როსელანდმა იასპარეზეს.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე დასვენებაა, ხოლო ხვალ ტურნირზე ბიატლონის გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო რბოლები, ესტაფეტა ქალებში (4*6 კმ) და ესტაფეტა კაცებში (4*7.5 კმ) გაიმართება.