შვედურ ქალაქ ოსტერსუნდში ბიატლონში 2019-2020 წლების მსოფლიო თასის სეზონმა სტარტი აიღო.
შერეულ წყვილებში ესტაფეტა ძალიან დაძაბული გამოვიდა, რომელიც იტალიის ნაკრებმა მოიგო. მათ 4.1 წამით სძლიეს ნორვეგიის ნაკრებს.
მესამე ადგილზე კი მასპინძელი, შვედეთის ეროვნული ნაკრები გავიდა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ლიზა ვიტოციმ, დოროტეა ვირერმა, ლუკას ჰოფერმა და დომინიკ ვინდიჩმა იასპარეზეს. გუშინვე მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე შერეულ ერთეულთა შორის ესტაფეტა გაიმართა. რბოლა შვედებმა მოიგეს, მეორეზე გერმანიის ნაკრები, ხოლო მესამეზე ნორვეგიის ეროვნული გუნდი გავიდა.
დღეს ოსტერსუნდში სპრინტი კაცებში 10კმ-ზე და სპრინტი ქალებში 7.5კმ-ზე გაიმართება.