ესტაფეტა შერეულ ერთეულებში ნორვეგიამ მოიგო - ბიატლონი
ესტაფეტა შერეულ ერთეულებში ნორვეგიამ მოიგო - ბიატლონი

იტალიის ქალაქ ანტერსელვაში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა ბიატლონში.

პირველ დღეს ესტაფეტა შერეულ ერთეულებში შედგა. შეჯიბრი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ნორვეგიის ძლიერი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

გამარჯვებულთა შემადგენლობაში ძმებმა ბოებმა, მარტა როსეილანდმა და ტირილ ეკჰოფმა იასპარეზეს.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე სპრინტი ქალებში 7.5 კმ-ზე გაიმართება.