ესტაფეტა ქალებში ნორვეგიის ნაკრებმა მოიგო | ბიატლონი
ესტაფეტა ქალებში ნორვეგიის ნაკრებმა მოიგო | ბიატლონი

ავსტრიის ქალაქ ჰოხფილცენში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე ბიატლონში ესტაფეტა ქალებში 4*6კმ-ზე გაიმართა. რბოლა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ნორვეგიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე რუსეთის ეროვნული გუნდი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი შვეიცარიამ მოიპოვა.

დღესვე ჰოხფილცენში კაცებში რბოლა გამოდევნბით 12.5კმ-ზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის საერთო ჩათვლას კაცებში 151 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 156 ქულით იტალიელი დოროტეა ვირერი იკავებს.