ESPN - ვინს კარტერი "ატლანტას" შეურთდა
ESPN - ვინს კარტერი "ატლანტას" შეურთდა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვეტერანი მცველი ვინს კარტერი კარიერას “ატლანტაში” გააგრძელებს. 41 წლის კალათბურთელი “ჰოქსს” ერთწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკა, – იტყობინება ESPN.

“ატლანტა” მერვე კლუბია კარტერის კარიერაში. NBA-ში ის 21-ე სეზონს ჩაატარებს და ლიგაში მოქმედ კალათბურთელებს შორის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე იქნება.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, კარტერმა 1405 მატჩი ჩაატარა და 24 868 ქულა, 6288 მოხსნა, 4579 შედეგიანი პასი, 1463 ჩაჭრა და 836 დაფარება დააგროვა. ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ის 22-ე ადგილს იკავებს.

გასულ სეზონში კარტერი “საკრამენტო კინგზში” თამაშობდა, საშუალოდ 17.7 წუთს ატარებდა მოედანზე და 5.4 ქულასა და 2.6 მოხსნას აგროვებდა.