ESPN-ის ვერსიით წლის მებრძოლი დანიელ კორმიე გახდა
ESPN-ის ვერსიით წლის მებრძოლი დანიელ კორმიე გახდა

UFC-ის ჩემპიონი ნახევრადმძიმე და მძიმე წონებში დანიელ კორმიე (22-1) ESPN-ის ვერსიით 2018 წლის საუკეთესო MMA-მებრძოლად დასახელდა.

2018 წელს, კორმიე კონორ მაკგრეგორის შემდეგ UFC-ის ისტორიაში მეორე მებრძოლი გახდა, რომელმაც ერთდროულად მოიპოვა ორი საჩემპიონო ქამარი. მაგრამ ამერიკელის მიღწევები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მან ეს გააკეთა 93 და 120 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. წონებს შორის სხვაობა აქ უფრო დიდია და ეს ამოცანას ართულებს.

2018 წელი კორმიემ დაიწყო ვოლქან ოზდემირის დამარცხებით – მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით. ეს ბრძოლა ნახევრადმძიმე წონაში გაიმართა. ამის შემდეგ, ამერიკელმა პირველ რაუნდში ნოკაუტით მოუგო სტიპე მიოჩიჩს და გახდა მძიმე წონაში ჩემპიონი.

კორმიემ წელი დერიკ ლუისთან მოგებით დაასრულა.