ESPN – „რეალმა“ ვინისიუსს გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა, რომელიც „არსენალის“ შეთავაზებას 8 მილიონით ჩამოუვარდება #1TVSPORT

09:43, 04.08.2026

მადრიდის „რეალმა“ კონტრაქტის გაგრძელებაზე ახალი წინადადებით მიმართა ბრაზილიელ ფორვარდს, ვინისიუსს.

ESPN-ის ინფორმაციით, ესპანურმა კლუბმა გააუმჯობესა ფინანსური პირობები. ახლა ვინისიუსს შესთავაზეს ხელფასი წელიწადში 22 მილიონი ევროს ოდენობით, იმ დროს, როცა მანამდე უფრო ნაკლებ თანხაზე იყო ლაპარაკი.

მაგრამ ეს წინადადება კვლავინდებურად არ აწყობს ფეხბურთელს. იტყობინებიან, რომ 26 წლის ბრაზილიელი იმედოვნებს სეზონში 30 მილიონის მიღებას. ამჟამად მისი წლიური ხელფასი დაახლოებით 17.5 მილიონს უტოლდება.

ვინისიუსის კონტრაქტი „რეალთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. თუ ხელშეკრულება არ განახლდება, უკვე იანვრიდან ფეხბურთელს შეეძლება, ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს მოლაპარაკება და წინასწარი კონტრაქტიც გააფორმოს.

როგორც ESPN-ი წერს, ფეხბურთელი და მისი გარემოცვა მიიჩნევენ, რომ ახალი კონტრაქტი მთავარი გარიგება უნდა გახდეს ვინისიუსის კარიერაში, ამიტომაც ელოდებიან, რომ „რეალი“ გაითვალისწინებს არა მხოლოდ ბრაზილიელის ასაკს, არამედ მის დამსახურებებს გუნდის წარმატებებში.

ამასობაში „არსენალი“ განაგრძობს ვინისიუსის ტრანსფერზე ზრუნვას და თანდათან ზრდის საკუთარ წინადადებას იმ შემთხვევისთვის, თუ ბრაზილიელი დათანხმდება ლონდონურ კლუბში გადასვლას.

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც გამოცემა El Desmarque-ი ავრცელებს, „არსენალს“ შეუძლია, „რეალს“ 150 მილიონი ევრო შესთავაზოს გარემარბის სანაცვლოდ. გარდა ამისა, ახალ კლუბში ვინისიუსს წელიწადში 30 მილიონი ევრო ექნება ხელფასი.

მსგავსი