ESPN-მა საუკეთესო გარემარბების რეიტინგი გამოაქვეყნა – კვარაცხელიას მხოლოდ ოლისე და იამალი უსწრებენ #1TVSPORT

18:48, 18.08.2026

ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა შეადგინა მსოფლიოს საუკეთესო გარემარბების რეიტინგი.

კლასიფიკაციის შედგენისას, პირველ რიგში, ითვალისწინებდნენ 2025-26 წლების სეზონის შედეგებს. ამასთან, სიაში მოხვდნენ ის მოთამაშეებიც, რომლებმაც გამოტოვეს სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრავმის გამო.

ითვალისწინებდნენ ფეხბურთელების მონაწილეობას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე, მაგრამ ამას არ ენიჭებოდა უპირველესი მნიშვნელობა – მთავარი იყო მათი თამაში მთელი სეზონის განმავლობაში.

საუკეთესო გარემარბების TOP20 ESPN-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

  1. მაიკლ ოლისე (ბაიერნი, საფრანგეთი)
  2. ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი)
  3. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საქართველო)
  4. ლუის დიასი (ბაიერნი, კოლუმბია)
  5. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა)
  6. ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია)
  7. ბუკაიო საკა (არსენალი, ინგლისი)
  8. რაფინია (ბარსელონა, ბრაზილია)
  9. დეზირე დუე (პსჟ, საფრანგეთი)
  10. ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი, ბელგია)
  11. ანტუან სემენიო (მანჩესტერ სიტი, განა)
  12. ბრედლი ბარკოლა (პსჟ, საფრანგეთი)
  13. ადემოლა ლუკმანი (ატლეტიკო, ნიგერია)
  14. ქენან ილდიზი (იუვენტუსი, თურქეთი)
  15. ენტონი გორდონი (ბარსეონა, ინგლისი)
  16. ბრაიან მბემო (მანჩესტერ იუნ, კამერუნი)
  17. მოჰამედ სალაჰი (ტრაბზონი, ეგვიპტე)
  18. იან დიომანდე (რეალი, კოტ დ’ივუარი)
  19. ხულიან ანდრეს კინიონესი (ალ-კადისია, მექსიკა)

20. ისმაილა სარი (კრ. პალასი, სენეგალი)

მსგავსი