ESPN-მა MMA-ის 30-წლამდე მებრძოლთა ყოველწლიურ რეიტინგი გამოაქვეყნა – ილია თოფურია მესამე ადგილზეა #1TVSPORT
ამერიკულმა ტელევიზია ESPN-მა MMA-ის 30-წლამდე მებრძოლთა ყოველწლიურ რეიტინგი გამოაქვეყნა.
სიაში მესამე ადგილზეა UFC-ს ორი წონის ყოფილი ჩემპიონი ილია თოფურია. რეიტინგს ამავე ორგანიზაციის უმსუბუქესი წონის მოქმედი ჩემპიონი, მიანმარელი ჯოშუა ვანი ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზეა PFL-ის ყოფილი მებრძოლი, რუსეთის წარმომადგენელი უსმან ნურმაგომედოვი.
რეიტინგის ათეული ასე გამოიყურება:
1. ჯოშუა ვანი (მიანმარი)
2. უსმან ნურმაგომედოვი (რუსეთი)
3. ილია თოფურია (საქართველო)
4. მაიკლ მორალესი (ეკვადორი)
5. დაკოტა დიჩევა (დიდი ბრიტანეთი)
6. სონგ იადონგი (ჩინეთი)
7. ჯოშ ჰოკიტი (აშშ)
8. იან გარი (ირლანდია)
9. ნატალია სილვა (ბრაზილია)
10. ქუილან სალკილდი (ავსტრალია)